მანჩესტერ სიტის მთავარი სპონსორი Etihad Airways-ი ინგლისის პრემიერ ლიგის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას განიხილავს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქალაქელები ფინანსური წესების დარღვევის თითქმის ყველა პუნქტში ცნეს დამნაშავედ.
პრემიერ ლიგამ სიტის 2009-2018 წლების პერიოდში 130-ზე მეტი დარღვევა წარუდგინა.
Etihad-ში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ და ინფორმაციის სელექციურმა გაჟონვამ ავიაკომპანიის რეპუტაციას უდიდესი ზიანი მიაყენა.
„Etihad-ი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, თითქოს კომპანია ოდესმე მონაწილეობდა არამართლზომიერ კომერციულ გარიგებებში.
პრემიე რლიგას არცერთ ეტაპზე არ მიუმართავს ჩვენთვის და არ მოუცია შესაძლებლობა, პროცესში ჩავრთულიყავით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ კლუბსა და მის გულშემატკივრებს აპელაციის პროცესში. Etihad-ი მიმართავს იურიდიულ კონსულტაციას, რათა საკუთარი ინტერესები დაიცვას", - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.