არნე სლოტმა ლივერპულის დიდ ხარჯებზე ისაუბრა.
გასულ ზაფხულს მერსისაიდულმა კლუბმა ტრანსფერებში 484 მილიონი ევრო დახარჯა.
„ეს არის მოდელი, რომელსაც ვიყენებთ. ვირჩევთ ფეხბურთელს და მის მოყვანაზე ვმუშაობთ. თუ ფასი გვაწყობს, მოქმედების არ გვეშინია.
ამ ფულს ფეხბურთელების გაყიდვით და ტიტულების მოგებით ვშოულობთ - მას შემდეგ, რაც იქამდე საერთოდ არაფერი დაგვიხარჯავს." - აღნიშნა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
ისაკის ტრანსფერი ლივერპულს 145 მლნ ევრო დაუჯდა, ვირცის 125, უგო ეკიტიკესი კი 95.