არნე სლოტმა უპასუხა შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა გუნდის პრემიერ ლიგის ტიტულის აღნიშვნაზე ის ფაქტი, რომ ტრენტი გუნდიდან მიდის.
ინგლისელმა მცველმა მშობლიური კლუბიდან წასვლა ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა.
„გულშემატკივრების რეაქცია ვნახეთ, რომელიც დადებითიც იყო და უარყოფითიც. მთელი ქვეყანა, ყველა ექსპერტი ამაზე ლაპარაკობდა.
ახლა დროა, ამ ყველაფერს ბოლო მოვუღოთ და იმ ფაქტზე ვკონცენტრირდეთ, რომ პრემიერ ლიგა მოვიგეთ და ამ მიღწევით უნდა ვიამაყოთ. არ ღირს ტრენტის სიტუაციაზე ყურადღების გადატანა." - აღნიშნა ნიდერლანდელმა.
ალექსანდრ-არნოლდი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.