პრემიერ ლიგაში ტოტენჰემთან ჩასატარებელი მატჩის წინ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მედიასთან ისაუბრა.
"არსენალის თამაშს ერთად ვუყურეთ. მატჩამდე არ მეგონა, რომ ფრედ დამთავრდებოდა, მაგრამ თამაშის დროს აღარ გამიკვირდა. პალასმა აჩვენა, რას ნიშნავს ამ ლიგაში თამაში.
ვიცით, რომ ბოლოს როცა კლუბმა პრემიერ ლიგა მოიგო კოვიდი იყო. ყველა ელოდება კვირას, მაგრამ ვიცით რომ საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ქულა გვჭირდება.
ჩვენ მხოლოდ შემდეგ მეტოქეზე ვართ ფოკუსირებული, ეს ტოტენჰემია. იმედია, მოთამაშეები შეძლებენ იმავე მენტალიტეტის ჩვენებას, რასაც მთელი სეზონია აკეთებენ და გულშემატკივრებისგანაც იმავეს ველოდებით.
როცა ამ კლუბის კარში შემოხვალ, იცი, რომ შენგან მოლოდინი მხოლოდ ტიტულების მოგებაა.
ამ სეზონში პრემიერ ლიგა სუსტია? ასეთი დაძაბული ბრძოლა ხუთეულისთვის არასდროს ყოფილა. აქამდე აშკარა იყო, რომელი გუნდები დაიკავებდნენ მაღალ პოზიციებს. ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული ლიგაა, აქ თამაშის მოგება ადვილი არასდროსაა." - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
ტოტენჰემთან ქულის მოპოვების შემთხვევაში ლივერპული პრემიერ ლიგის ჩემპიონობას გაინაღდებს. მატჩი 27 აპრილს 19:30 საათზე დაიწყება.