არნე სლოტს ჰკითხეს, ხომ არ თმობს ლივერპული სანახაობრივ შემტევ თამაშს უფრო საიმედო დაცვისთვის.
„როგორც მწვრთნელი, მე არ შევცვლილვარ. სიამოვნებით ვითამაშებდი რვა თავდამსხმელით, თუ ეს დაცვითად შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ თუ ეს რვა თავდამსხმელი საკმარისად არ იცავს თავს, მატჩის მოგება ძალიან რთული ხდება.
ფიქრობთ, რომ მაშინ უფრო მეტ მომენტს ვქმნით, როცა მეტ გოლს ვუშვებთ? საინტერესოა, მართლა ასეა თუ არა.
როგორც უკვე ვთქვი, მინდა ხუთჯერ მეტი მომენტი შევქმნათ, ვიდრე ახლა და ამავე დროს მეტოქეს საერთოდ არ მივცეთ შანსები.
მაგრამ ვიცი, რომ იმ პერიოდებში, როცა ან სხვა შემადგენლობით ვთამაშობდით, ან უფრო გახსნილად, ჩემი აზრით, ბევრად მეტ მომენტს არ ვქმნიდით, სამაგიეროდ გაცილებით მეტს ვუშვებდით.
სამწუხაროდ, ახლა მეტოქეს იმდენი მომენტის შექმნის საშუალებას აღარ ვაძლევთ, მაგრამ გოლების თვალსაზრისით — არც ისე ცოტას ვუშვებთ.“, — განაცხადა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა.