23 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილი გახდა იმ არბიტრის ვინაობა, ვინც ერთა ლიგის პლეიოფში, სომხეთისა და საქართველოს პირველ მატჩს განსჯის.
საქართველო VS სომხეთი - ურთიერთშეხვედრების ისტორია
ამ თამაშზე უეფამ რუმინელი არბიტრი რადუ პეტრესკუ დანიშნა.
პეტრესკუს მთავარი მსაჯის რანგში საქართველოს თამაშზე ორჯერ აქვს ნამუშევარი - 2018 წელს მან ანდორასთან გასვლით მატჩზე (1:1) იმუშავა, 2021-ში კი საქართველო 1:2 ესპანეთზე.
ჩვენის მსგავსად, პეტრესკუს სომხეთის მატჩზეც ორჯერ აქვს ნამუშევარი - საფრანგეთთან (0:3) და ირლანდიასთან (1:0).
სომხეთსა და საქართველოს შორის პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები