პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩემპიონი გამოვლინდა.
ბოლო ტურს წინ სპორტინგიც და ბენფიკაც თანაბარი ქულებით (79) შეხვდნენ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო პირველ ადგილს ლომები იკავებდნენ, რომელთაც დღეს გასაჩემპიონებლად ვიტორია გიმარაეშის დამარცხება სჭირდებოდათ.
ასეც მოხდა - სპორტინგმა საკუთარ კედლებში 2:0 მოიგო და ზედიზედ მეორედ შეძლო პორტუგალიის ჩემპიონატის მოგება.
ბენფიკამ პარალელურად მიმდინარე მატჩში ბრაგასთან ფრე 1:1 ითამაშა და მეორე ადგილს დასჯერდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ქოჩორას მომავალი გუნდი, სპორტინგი პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ბენფიკას კი ტურნირზე მოსახვედრად პლეიოფის გავლა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში სპორტინგმა ქოჩორაშვილის ლევანტედან შეძენა ოფიციალურად დაადასტურა, ქართველი ლისაბონურ კლუბს ახალი სეზონიდან შეუერთდება.