• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ფრე ლისაბონურ დერბიში - პორტუგალიის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა
ფეხბურთიფეხბურთი

ფრე ლისაბონურ დერბიში - პორტუგალიის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა

10 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ლისაბონური დერბი, ბენფიკა - სპორტინგი გაიმართა.


აღნიშნულ შეხვედრას დამატებით მოტივაციას ის სძენდა, რომ სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. თამაშამდე ორივეს თანაბარი რაოდენობის ქულა (78) ჰქონდა დაგროვებული. პორტუგალიაში თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრების მიხედვით ენიჭება, პირველ წრეში კი სპორტინგმა 1:0 მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ქოჩორას მომავალი გუნდი ოფიციალურად ჩემპიონი გახდებოდა.


საბოლოოდ, თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონის ბედი ბოლო, 34-ე ტურში გაირკვევა.


მე-4 წუთზე ტრინკაომ სპორტინგი დააწინაურა და პირველი ტაიმიც მოაგებინა, ანგარიში კი 63-ე წუთზე პავლიდისის დიდებული რეიდის შემდეგ აკტურკოღლუმ გაათანაბრა და ბენფიკას მატჩი გადაურჩინა. დარჩენილ დროში არწივები გამარჯვებასთანაც იყვნენ ახლოს, თუმცა სპორტინგის კარი ძელმა იხსნა.


საბოლოოდ, 33-ე ტურის შემდეგ გუნდებს კვლავ თანაბარი ქულები რჩებათ (79), თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო, ლიდერი სპორტინგია და ბოლო ტურში ორივე გუნდმა რომ მოიგოს, ჩემპიონი შარშანდელი სეზონის მსგავსად წელსაც ლომები გახდებიან.


ბოლო ტურში სპორტინგი საკუთარ მოედანზე  მეხუთეადგილოსან ვიტორია გიმარაეშს დაუპირისპირდება, ბენფიკა კი მეოთხეადგილოსან ბრაგას ესტუმრება. 


ჩემპიონობას პორტუგალიაში დამატებითი მნიშვნელობა ასევე იმიტომ აქვს, რომ მხოლოდ ჩემპიონი იღებს პირდაპირ საგზურს ჩემპიონთა ლიგაზე, მეორეადგილოსანს კი საკვალიფიკაციოს გავლა მოუწევს. 


შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან სპორტინგში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ითამაშებს. 

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ბენფიკა
სპორტინგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

8 შემთხვევა, როცა გუნდმა ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა, თუმცა ვერ მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

8 შემთხვევა, როცა გუნდმა ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა, თუმცა ვერ მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ შეცვლის მოურინიოს? ორი ვარიანტი გამოიკვეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ შეცვლის მოურინიოს? ორი ვარიანტი გამოიკვეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ღირს მოურინიო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ღირს მოურინიო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოზე მოურინიოს ბენფიკადან წასვლის ბოლო შანსი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოზე მოურინიოს ბენფიკადან წასვლის ბოლო შანსი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 მაი, 2026

8 შემთხვევა, როცა გუნდმა ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა, თუმცა ვერ მოიგო

News image

19 მაი, 2026

ვინ შეცვლის მოურინიოს? ორი ვარიანტი გამოიკვეთა

News image

19 მაი, 2026

რა ღირს მოურინიო?

News image

10 სთ წინ

ჟოზე მოურინიოს ბენფიკადან წასვლის ბოლო შანსი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება