2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დაუმარცხებელი საფეხბურთო გუნდი რომ გახდე, განსაკუთრებული თვისებები გჭირდება. ამას ისეთი მენტალური სიმტკიცე სჭირდება, როგორსაც ხშირად ვერ შეხვდები.
ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში წაუგებელი სეზონის ჩატარება მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო: პრესტონ ნორთ ენდმა ძველი პირველი დივიზიონის პირველ ოფიციალურ სეზონში და არსენ ვენგერის არსენალმა 2003/04 წლების სეზონში. ორივე გუნდმა მოიგო ჩემპიონობა და ლოგიკურად იფიქრებდით, რომ ეს გარანტირებული უნდა იყოს.
თუმცა, ეს გარანტია არ არის.
ობილიჩი 1998-99 (სერბეთი)
იმ პერიოდში ობილიჩს საველე მეთაური არკანი და მისი მეუღლე ცეცა აფინანსებდნენ. როგორც ამბობენ, მსაჯები თამაშებზე არკანის ხალხის ესკორტით მიჰყავდათ, ხოლო შეიარაღებული დაჯგუფებები ტრიბუნებიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს იარაღით ემუქრებოდნენ...
ერთ-ერთი ფეხბურთელი იმასაც ამტკიცებდა, რომ გარაჟში ჩაკეტეს, როცა ობილიჩის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.ობილიჩისა და არკანის პრობლემა ის იყო, რომ პარტიზანმაც წაუგებლად ჩაატარა ის სეზონი და ტიტული ობილიჩს ცხვირწინ ააცალა. ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა იყო ერთდროულად ასეთი პარანოიკი და ამავე დროს გახარებული.
ატლეტიკო მინეირო 1977 (ბრაზილია)
ბრაზილიის საფეხბურთო ლიგის სისტემა საკმაოდ რთულია. ჯერ კიდევ 1977 წელს 62 გუნდი სამ ცალკეულ ჯგუფურ ეტაპს და პლუს პლეი-ოფს თამაშობდა. ფაქტობრივად, რაღაც NFL-ის მსგავსი სისტემა იყო.ატლეტიკომ 21 მატჩი ჩაატარა, არცერთი არ წაუგია და სან პაულუს 10 ქულით გაუსწრო (მოგებაზე ორი ქულა ეწერებოდათ და პლუს ბონუს ქულების რაღაც სისტემა მოქმედებდა). მიუხედავად ამისა, ფინალში სან პაულუმ ატლეტიკო პენალტების სერიაში დაამარცხა, მას შემდეგ რაც, ყველა წყაროს თანახმად, მოედანზე უბრალოდ ეომა მათ.ნამდვილი საფეხბურთო სისასტიკე.
ცრვენა ზვეზდა 2007-08 (სერბეთი)
ალექსანდრ იანკოვიჩი ცრვენა ზვეზდას მთავარ მწვრთნელად 2007-08 წლების სეზონის დასაწყისში დაინიშნა. მან მთელი სეზონი ისე გაიარა ლიგაში, რომ არცერთი მატჩი არ წაუგია. შემდეგ კი იგი გაათავისუფლეს. წესით ჩემპიონატი უნდა მოეგო, არა? თორმეტი ფრე? ეს საკმარისი არ არის. პარტიზანი 12 თამაშს ფრედ არ ასრულებს. ასე რომ, თავისუფალი ხარ. მსგავსი სუსტი შედეგები აქ არავის სჭირდება.
გალათასარაი 1985-86 (თურქეთი)
ამბობენ, რომ დაცვა იგებს ტიტულებს, მაგრამ აქ უკვე ტენდენციას ვხედავთ. გალამ 1985-86 წლების სეზონში არცერთი მატჩი არ წააგო, მაგრამ შეხვედრების თითქმის ნახევარი ფრედ დაასრულა. შედეგად, მათ ბეშიქთაშთან თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ტიტული მეტოქეს დარჩა.
პერუჯა 1978-79 (იტალია)
ამ გუნდს სერია A არასდროს მოუგია, თუმცა აქვთ სეზონი, რომელიც საერთოდ წაუგებლად დაასრულეს.პერუჯამ 1978-79 წლების სეზონში 19 ფრე ითამაშა და 11 მოგება მოიპოვა. 19 ფრეს თამაშის შემდეგ სეზონის ბოლოს ოქროს მედლებს არავინ გადმოგცემს.
ბენფიკა 1977-78 (პორტუგალია)
ოფიციალური სატურნირო ცხრილი ადასტურებს, რომ მათ პრიმეირა ლიგის ტიტული პორტუსთან ბურთების სხვაობით წააგეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ცხრა ფრე ჰქონდათ.
სპარტაკ სოფია 1951 (ბულგარეთი)
სპარტაკმა 1951 წლის ბულგარეთის ჩემპიონატის 22 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაუშვა. სამწუხაროდ, მათ თავადაც მხოლოდ 27 გოლის გატანა შეძლეს. იმ წელს ბულგარეთში სპარტაკის შესრულებით ბევრი 1:0 დაფიქსირდა.ამის საპირისპიროდ, ცსკა სოფიამაც 7 გოლი გაუშვა, თუმცა 62 გაიტანა. ნამდვილი სანახაობა. ცსკა-მ ჩემპიონობა მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ სამი მატჩი წააგო. და იცით რა? ეს სამართლიანია - გოლები ხომ ფეხბურთის მთავარი სილამაზეა.
ბენფიკა 2025/26 (პორტუგალია)
როგორც „დაწყევლილ" გუნდს შეეფერება, ბენფიკა ერთადერთია, ვინც ამ სიაში უკვე მეორედ მოხვდა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა 23 მატჩი მოიგო და 11 ფრედ დაასრულა, თუმცა ეს მეორე ადგილზე გასასვლელადაც არ აღმოჩნდა საკმარისი.
88 ქულით ჩემპიონი პორტო გახდა, 82-ით მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური სპორტინგს დარჩა, ბენფიკა კი 80 ქულით მესამე ადგილს და შედეგად, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის საგზურს დასჯერდა.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები