ბენფიკა პორტუგალიის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.
ჟოზე მოურინიოს გუნდმა 80 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. ევროთასების მომდევნო სეზონში ისინი ასპარეზობას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ.
პირველ ორ პოზიციაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურებს იძლევა, პორტუ (88 ქულა) და სპორტინგი (82) გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბენფიკას ჩემპიონატის მთელი გათამაშების განმავლობაში არცერთი მარცხი არ განუცდია — მათ ანგარიშზე 23 გამარჯვება და 11 ფრეა.
ბრაგა, რომელიც მე-4 ადგილზე გავიდა, კონფერენს ლიგის კვალიფიკაციაში ითამაშებს.
ავეშმა (მე-18 ადგილი) და ტონდელამ (მე-17) უმაღლესი ლიგა დატოვეს, ხოლო კაზა პია (მე-16) პლეი-ოფის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.