ბენფიკას მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის რეალს ჩაიბარებს.
„არსებობს 99-პროცენტიანი ალბათობა, რომ ბენფიკაში დავრჩები, რადგან მოქმედი კონტრაქტი მაქვს. გარდა ამისა, არის მისი გახანგრძლივების შეთავაზებაც, რომელიც ჯერ არ მინახავს, თუმცა ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ეს შესანიშნავი წინადადებაა.
რეალისგან პირადად ჯერ არაფერი მიმიღია, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ არის სულელი და აგენტს, პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეალს პირადად მომავალ კვირას დაველაპარაკები და გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ.
აქამდე კონტაქტი მხოლოდ რეალსა და მენდეშს შორის იყო და არა ჩემთან. ჩემმა აგენტმა შემატყობინა, რომ რეალის მხრიდან შეიძლება სერიოზული ვარიანტი გამოჩნდეს — ამას არ უარვყოფ. თუმცა, ამ მომენტისთვის რეალთან გაფორმებული კონტრაქტი არ მაქვს.
ბენფიკაში ყოველი დღით ბედნიერი ვიყავი. ეს დღეს საღამოს ფეხბურთელებსაც ვუთხარი, რომ მათთან ერთად მართლაც ყოველდღე ბედნიერი ვიყავი, — განაცხადა მოურინიომ.