პსჟ ბარსელონას ნახევარმცველის, ფერმინ ლოპესის ხელში ჩასაგდებად სერიოზულ ტრანსფერს ამზადებს.
პარიზული კლუბი კატალონიელებს ბარტერულ გარიგებას შესთავაზებს, რომელიც ორ ფეხბურთელსა და დამატებით თანხას მოიცავს.
ეს იდეა მთლიანად ლუის ენრიკესგან მოდის. პსჟ-ს ესპანელი დამრიგებელი ანდალუსიელ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება და მიიჩნევს, რომ მისი სათამაშო სტილი პარიზელთა ტაქტიკურ სქემას იდეალურად მოერგება.
ბოლო თვეებში ფერმინის სანაცვლოდ 50 მილიონამდე ითხოვდნენ, თუმცა ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და სპორტული დირექტორი დეკო მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობენ, რადგან ლოპესს კლუბის მომავლისთვის მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევენ.
ტრანსფერის წინააღმდეგია გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც, რომელიც მომავალ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველზე დიდ იმედებს ამყარებს. ფერმინს ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტით საკმაოდ მაღალი გამოსასყიდი თანხა აქვს დაფიქსირებული, კატალონიელები კი მის კიდევ უფრო გაზრდასა და ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავენ.