2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ახლა პსჟ-ში სრულიად სხვაგვარი, ახალი ინდივიდუალური ბრწყინვალების ეპოქა დგას. რა თქმა უნდა, ლუის ენრიკეს წვლილი კლუბის წარმატებაში უდიდესია, თუმცა ხვიჩა კვარცხელია და უსმან დემბელე ნამდვილად იმსახურებენ დაიკავონ ადგილი იმ საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, ვისაც კი ოდესმე პსჟ-ს მაისური მოურგია.
თუ 2024-2025 წლების სეზონი ამ გუნდის თვალისმომჭრელი აღზევებით აღინიშნა, 2025-2026 წლების სეზონი, მას შემდეგ, რაც ტრავმების პრობლემა უკან მოიტოვეს, ადასტურებს, რომ კლუბი მყარად დამკვიდრდა ფეხბურთის გრანდებს შორის. თავიანთ პოზიციებზე რამდენ მოთამაშეს შეუძლია გაუწიოს კონკურენცია პაჩოს, ნუნუ მენდეშს, ჰაკიმის, ვიტინიას და დემბელესა და კვარას?
კალენდარული წლის დასაწყისიდან პარიზელთა მე-10 ნომერი France Football-ისგან მიღებულ ოქროს ბურთის ღირსეულად ატარებს და შარშანდელ ხმებს კიდევ უფრო მეტ წონას მატებს.
სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ბაიერნთან, ვინაიდან მოედანზე ნამდვილი ბრძოლა იყო გამოცხადებული, კვარაცხელია, ბოლომდე დარჩა მინდორზე. მან ისევ გაგვაკვირვა, როცა დაცვაშიცა და შეტევაშიც ერთნაირი ენერგიით თამაშობდა.
დემბელესგან განსხვავებით, ქართველი ჯარისკაცი (11 მოგებული დუელი 15-დან) უამრავ ეპიზოდში იყო ჩართული. ამ აქტიურობის დასტურია ისიც, რომ ის ბურთთან შეხებების რაოდენობით (56) მეორე იყო პსჟ-ში ნუნუ მენდეშის (60) შემდეგ, რაც მატჩის სცენარის გათვალისწინებით სრულიად გიჟური მაჩვენებელია.
სწრაფ გარბენებსა და ტრანზიციებზე აგებულ თამაშში, რომელიც ლუის ენრიკემ აირჩია, კვარამ სერიოზული ზიანი მიაყენა მეტოქეს თავისი შთამბეჭდავი სიზუსტით, მცველებთან პირისპირ შესვლისა და ფინტებითა თუ დრიბლინგით (7-დან 6 წარმატებული დრიბლინგი) მათი გაცურების უნარით.
მას შეეძლო ინტრიგა საერთოდ მოეკლა 79-ე წუთზე საოცარ ეპიზოდში, სადაც თვითონაც კი გაოცებული დარჩა საკუთარი თავით, თუმცა მოდით ვთქვათ, რომ ეს მან დაძაბულობის ბოლო წუთებამდე შესანარჩუნებლად გააკეთა. თუ არ ჩავთვლით იმ ყვითელ ბარათს დროის გაყვანისთვის (45+2 წუთზე), მის თამაშში გასაკრიტიკებელს ვერაფერს ვპოულობთ
სეზონი ივნისის დასაწყისში რომ სრულდებოდეს, ან კენტი წელიწადი რომ იყოს (როცა სანაკრებო ტურნირები არ ტარდება), ის, ოქროს ბურთის მოგების მთავარი თანაფავორიტი იქნებოდა. თავისი მებრძოლი ხასიათის მიღმა, ის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით (პირველ ადგილს იყოფს ასისტებში ოლისესთან და ჰაკიმისთან).
სწორედ ბაიერნთან თამაშში ის გახდა პირველი ფეხბურთელი 2003 წლიდან (მას შემდეგ, რაც მერვედფინალური ეტაპი ხელახლა შემოიღეს), ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში შეძლო გოლში მონაწილეობის მიღება.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები