ბენფიკამ ჟოზე მოურინიოს შემცვლელი იპოვნა.
არწივებს ახალი სეზონიდან მარკო სილვა გაწვრთნის, რომელიც გუნდის სათავეში მადრიდის რეალში წასულ ჟოზე მოურინიოს შეცვლის.
მოურინიოსა და რეალს შორის სრული შეთანხმება უკვე მიღწეულია - განსაკუთრებული სამეფო კლუბში წასვლიდან 13 წლის შემდეგ დაბრუნდება და 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, რეალმა მოურინიოს გადაწყვეტილებებში სრული ძალაუფლება მისცა და დაპირდა, რომ ტრანსფერებშიც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება.
სავარაუდოდ, ამ შეთანხმებას კლუბი ოფიციალურად ახალ კვირაში დაადასტურებს, მას შემდეგ, რაც ბენფიკა სეზონის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
მარკო სილვა 2021 წლიდან ფულემს წვრთნის და პრემიერ ლიგაში მუშაობის თავი გრანდებს მოაწონა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენის გადახდა მოუწევს ბენფიკას პორტუგალიელის გამოსასყიდად. ამ გახსენებაზე იმასაც გეტყვით, რომ რეალისგან ბენფიკა ჟოზეს სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს.