რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ემშვიდობება.
ოფიციალურად: ლევანდოვსკი ბარსელონას ტოვებს
„გამოწვევებითა და მძიმე შრომით სავსე ოთხი წლის შემდეგ, წინსვლის დრო მოვიდა.
მივდივარ იმ შეგრძნებით, რომ ჩემი მისია შესრულებულია. 4 სეზონი, 3 ჩემპიონობა.
არასდროს დამავიწყდება ის სიყვარული, რომელიც გულშემატკივრებისგან პირველივე დღეებიდან მივიღე.
კატალონია ჩემი ადგილია დედამიწაზე.
მადლობა ყველას, ვისაც ამ მშვენიერი ოთხი წლის განმავლობაში გზად შევხვდი.
განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ლაპორტას, რომ მომცა შანსი, მეცხოვრა ჩემი კარიერის ყველაზე წარმოუდგენელი თავით.
ბარსა დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია. ვისკა ელ ბარსა. ვისკა კატალუნია 💙❤️", - წერს ლევანდოვსკი სოციალურ ქსელშ.