ვეტერანი ფორვარდი კატალონიურ კლუბს ემშვიდობება.
რობერტ ლევანდოვსკიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბარსელონას დატოვებს.
კლუბში გატარებული 4 სეზონისა და 3 ლა ლიგის მოგების შემდეგ, მხარეებმა თანამშრომლობის გახანგრძლივება აღარ მოისურვეს.
მთელი სეზონის განმავლობაში იწერებოდა ინფორმაციები კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კამპ ნოუს ლევანდოვსკი ხვალ, 17 მაისს, ბეტისთან შეხვედრაში დაემშვიდობება, ბარსას მაისურით ბოლო მატჩი კი ლა ლიგის ბოლო ტურში, ვალენსიასთან, 23 მაისს ექნება.
ბარსას მაისურით ლევანდოვსკიმ 191 მატჩი ჩაატარა, 119 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა მიითვალა. ლა ლიგის გარდა მან ესპანეთის სუპერთასი (3) მოიგო და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.