ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში ბრუნდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოსა და მადრიდის რეალს შორის ყველა პირობაზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ახლა მხოლოდ დოკუმენტებზე ხელის მოწერაა დარჩენილი.
გეგმის მიხედვით, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
სავარაუდოდ, რეალი მოურინიოს დანიშვნას ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ დაადასტურებს, რომელიც 23 მაისს, ბილბაოს წინააღმდეგ გაიმართება.
პირველად ჟოზემ რეალი 2010 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად 3 სეზონში კოპა დელ რეი, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.