მადრიდის რეალმა დანი კარვახალის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
ვეტერანი ესპანელი სანტიაგო ბერნაბეუს პუბლიკას შაბათს, 23 მაისს დაემშვიდობება.
კარვახალი რეალს 27 მოგებული ტიტულით ტოვებს და მას კლუბის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის სტატუსამდე სულ რაღაც ერთი თასის მოგება დააკლდა.
ამ საპატიო წოდებას შარშან ზაფხულს მილანში წასული ლუკა მოდრიჩი იკავებს, რომელმაც რეალთან ერთად 28 თასის მოგება შეძლო.
ტოპ 5 ასე გამოიყურება:
1. ლუკა მოდრიჩი - 28 ტიტული
2. დანი კარვახალი - 27 ტიტული
3. ნაჩო - 26 ტიტული
4. მარსელო - 25 ტიტული
5. კარიმ ბენზემა - 25 ტიტული.