• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ლიონის ხელმძღვანელობამ ენდრიკის რეალში დაბრუნება დაადასტურა
ფეხბურთიფეხბურთი

ლიონის ხელმძღვანელობამ ენდრიკის რეალში დაბრუნება დაადასტურა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრაზილიელი ფენომენის, ენდრიკის ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი თავგადასავალი საფრანგეთის ლიგა 1-ში დასრულდა.


ლიონმა მადრიდის რეალის კუთვნილ 19 წლის თავდამსხმელს ოფიციალური გამოსამშვიდობებელი სიტყვები უკვე მიუძღვნა. კლუბის სელექციის უფროსმა, მატიე ლუი-ჟანმა დაადასტურა, რომ იჯარის ვადა ამოიწურა და ფეხბურთელი სანტიაგო ბერნაბეუზე ბრუნდება.

ენდრიკი ლიონს იანვარში, 5-თვიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა. სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ (0:4 ლანსთან), კლუბის ხელმძღვანელმა ბრაზილიელი ვარსკვლავის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა:

„დიახ, ჩვენ ძალიან გვინდოდა მისი შენარჩუნება, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს თითქმის შეუძლებელია. ენდრიკისთვის ეს ბრწყინვალე იჯარა გამოდგა, მან აქ დრო შესანიშნავად გაატარა. მისი ადაპტაციის უნარი გასაოცარი იყო, ის უკვე ლაპარაკობს ფრანგულად, რაც წარმოუდგენელია. ის კარგი ბიჭია და ბევრი რამ მოგვცა ძალიან მოკლე დროში. დღეს ეს ყველაფერი დასრულდა, დიახ.“

ბრაზილიელმა ტალანტმა საფრანგეთში ჩატარებულ 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, რამაც ლიონს ჩემპიონატში მე-4 ადგილის დაკავებასა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. თავად ფეხბურთელი საფრანგეთში თავს ბედნიერად გრძნობდა, თუმცა საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერს ბედს მიანდობს:

„ყველაფერს დღიურად ვუყურებ. აქ ძალიან ბედნიერი ვიყავი. კარგი გუნდი, კარგი სტაფი და მეგობრები მყავს. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. მე ყოველთვის ღმერთთან ვარ. რასაც ღმერთი მეტყვის, იმას გავაკეთებ, ლიონში დავრჩები თუ მადრიდში წავალ, მის ნებას დაველოდები.“

ახლა ლიონის მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა, სატრანსფერო ბაზარზე ენდრიკის შემცვლელის ძებნას იწყებს, რათა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ენდრიკი
ლა ლიგა
ლიონი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბენფიკას პრეზიდენტი მოურინიოს წასვლას უარყოფს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბენფიკას პრეზიდენტი მოურინიოს წასვლას უარყოფს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ჟოზე მოურინიო რეალში ბრუნდება!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ჟოზე მოურინიო რეალში ბრუნდება!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: დანი კარვახალი რეალს დატოვებს!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: დანი კარვახალი რეალს დატოვებს!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ბენფიკას პრეზიდენტი მოურინიოს წასვლას უარყოფს

News image

3 სთ წინ

შეთანხმება შედგა - ჟოზე მოურინიო რეალში ბრუნდება!

News image

2 სთ წინ

ოფიციალურად: დანი კარვახალი რეალს დატოვებს!

News image

2 სთ წინ

ვინ არის რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება