მადრიდის რეალის აკადემიის აღზრდილი და გუნდის ლეგენდარული მცველი, დანი კარვახალი, მიმდინარე სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს ოფიციალურად დატოვებს.
ესპანელი ფეხბურთელი გუნდიდან დიდი პატივითა და გაცილებით წავა - სანტიაგო ბერნაბეუზე ატლეტიკის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მისთვის სპეციალური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოეწყობა.
კარვახალმა, რომელიც წლების განმავლობაში მადრიდელთა მარჯვენა ფლანგის შეუცვლელი ლიდერი და არაერთი ტიტულის შემოქმედი იყო, კლუბთან ერთად ეპოქალური გზა განვლო.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე ვერ მოხვდა ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ სატურნირო განაცხადში, რაც მის კარიერაში კიდევ ერთი დიდი ცვლილების მაუწყებელია.