პორტუგალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში სპორტინგმა საკუთარ მოედანზე მორეირენსე მიიღო და 3-1 დაამარცხა.
ლისაბონელთა მხრიდან 3 გოლი გაიტანა ვიქტორ გიოკერესმა და ამ სეზონში მე-6 ჰეთთრიქი შეასრულა.
შვედის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 47 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, საიდანაც 34 გოლი პორტუგალიის ჩემპიონატში გაიტანა.
სპორტინგს 72 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე სატურნირო ცხრილს ლიდერობს.