კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ახალგაზრდების სპორტული კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გამოსვლა 4 მედლით დაასრულა.
კადეტებს შორის, ტურნირის ჩემპიონები სალომე ქაქუთია (-47 კგ.) და ომარ გოგრიჭიანი (+70 კგ.) გახდნენ, ხოლო ლევან დადეშქელიანმა (-52 კგ.) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
იუნიორებს შორის იასპარეზა ნიკოლოზ აბულაძემ (-68 კგ.), რომელმაც ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შეჰმატა - ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.