პრემიერ ლიგის მე-10 ტურში არსენალმა ასტონ ვილა გაანადგურა.
ემირეითსზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
ხუთივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა — ანგარიში კუთხურიდან თავური დარტყმით გაბრიელმა გახსნა, თავის გამოჩენა შეძლეს სუბიმენდიმ, ტროსარმა და ტრავმიდან ახლახანს დაბრუნებულმა გაბრიელ ჟესუსმაც.
მატჩის მიწურულს ოლი უოტკინსმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ერთი ბურთი გაქვითა.
ამ მატჩით ასტონ ვილასთან მხოლოდ 2025 კი არა, 11-მატჩიანი მოგებათა სერიაც დასრულდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ არსენალთან შინ 2:1 მოგებასაც იტევდა.
არტეტას გუნდმა 45 ქულა დააგროვა და წელს დამაჯერებლად პირველ ადგილზე დაასრულებს, ასტონ ვილა კი 39 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა.