VIDEO: წლის წარუმატებელი დასასრული — მანჩესტერმა ბოლოადგილოსანს ვერ მოუგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-19 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან ვულვერჰემპტონს ვერ მოუგო.
ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ამორიმის გუნდი ზირკზეს გოლით დაწინაურდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ვულვზმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ტაბლოზე წონასწორობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
იუნაიტედმა 30 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეორე მატჩის მოგება კვლავ ვერ შეძლო, ვულვზისთვის კი ეს პირველი წრის შემდეგ მხოლოდ მე-3 ქულაა და გუნდს კვლავაც არ აქვს ჩემპიონატში გამარჯვება.