დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელშიც არსენალი ემირეითსზე ასტონ ვილას მიიღებს.
ლონდონელები სატურნირო ცხრილს 42 ქულით ლიდერობენ, ბირმინგემელები კი 39 ქულით მე-3 პოზიციას იკავებენ.
უნაი ემერის გუნდს ყველა ტურნირზე ზედიზედ 11 მატჩი აქვს მოგებული და არსენალთან გამარჯვების შემთხვევაში კლუბის 151-წლიანი არსებობის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს დააფიქსირებს.
ჩელსისთან მოგებით ასტონ ვილამ ისტორიული შედეგი გაიმეორა, თუმცა გუნდს ზედიზედ 12 შეხვედრა არასდროს მოუგია. რეკორდთან ერთად კი თუ ასტონ ვილა მოიგებს, არსენალს ქულებით გაუთანაბრდება და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგება.
თავის მხრივ არსენალს კი შეუძლია ემერის გუნდის ისტორიული სვლა შეაჩეროს და 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში მდევართან უპირატესობა გაზარდოს.
აღსანიშნავია, რომ გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან არსენალმა მხოლოდ 1 მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, 3-ჯერ კი ასტონ ვილამ შეძლო გამარჯვება. მათ შორის ბოლო მატჩი კი რამდენიმე კვირის წინ შედგა, სადაც ემერის გუნდმა ბოლო წუთზე ბუენდიას გოლით იმარჯვა.
მატჩი 00:15 საათზე დაიწყება.