საქართველოს ნაკრები უნგრეთთან პრინციპულ შეხვედრას დინამო არენის ნაცვლად მიხეილ მესხზე გამართავს.
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით საშინაო მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრა, რომელიც 14 ნოემბერს, 21:00 საათზეა დაგეგმილი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ლოკაციის შეცვლის კონკრეტული მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
გულშემატკივრებისთვის ბილეთების ონლაინ გაყიდვა biletebi.ge-ს პლატფორმაზე 19 ოქტომბერს, 12:00 საათიდან დაიწყება, ფასები კი 20-დან 100 ლარამდე მერყეობს.