ჩელსის ნახევარმცველმა კოულ პალმერმა Twitch-ის სტრიმინგ პლატფორმაზე ჯერ კიდევ არ გამოსული საფეხბურთო სიმულატორის, EA Sports FC 27-ის ტრანსლაცია ჩართო.
თამაში Ultimate ვერსიის მფლობელებისთვის ადრეულ წვდომაში 18 სექტემბერს გამოვა, ხოლო სრული რელიზი ერთი კვირის შემდეგ - 25 სექტემბერს იგეგმება. EA Sports-ი ჩვეულებრივ აძლევს ხოლმე წვდომას თავის სიმულატორზე ზოგიერთ ფეხბურთელს ოფიციალურ გამოსვლამდე.
დეველოპერები პალმერის ტრანსლაციაზე შევიდნენ და ჩატში დაწერეს, რომ თამაშის ჩვენებას ცოტა მოგვიანებით გეგმავდნენ, თუმცა ფეხბურთელმა მათი შეტყობინება ვერ შეამჩნია.
ამის შემდეგ მან Twitch-ზე არხის ბლოკირება მიიღო, რის შემდეგაც განბლოკვა სოციალურ ქსელში ითხოვა: „მე უბრალოდ ხალხს იმას ვაძლევდი, რაც სურდათ. გთხოვთ, განმბლოკეთ.
ფეხბურთელის თხოვნის შემდეგ მისი არხი განბლოკეს. პალმერის რეიტინგი EA FC 27-ში გასულ წელთან შედარებით 2 პუნქტით შემცირდა და 85 შეადგინა (გასულ წელს 87 იყო).