ფრანგი მოთამაშე კვენტინ ფოლიო ჩოგბურთიდან 20 წლის ვადით მოკვეთეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
ITIA-ს გამოძიების თანახმად, 26 წლის ფოლიო ცენტრალური ფიგურა იყო ქსელში, რომელიც გარკვეული სინდიკატის სქემის მიხედვით იმართებოდა.
"კვენტინ ფოლიო სინდიკატის სქემის მთავარი ვექტორი იყო და აქტიურად ცდილობდა, მოეზიდა სხვა ჩოგბურთელებიც, რათა პროცესში ჩართულიყვნენ. ეს ყველაფერი პროფესიულ ტურში კორუფციის დანერგვის აშკარა ნიშნებია", - წერია პროკურორის ბრალდებაში.
ბრალდება ეხება 2022-24 წლებში გამართულ 11 მატჩს - 8 მათგანში ფოლიო უშუალოდ მონაწილეობდა, დანარჩენ 3 შეხვედრაში კი სხვა სახის გავლენა ჰქონდა.
20-წლიან დისკვალიფიკაციასთან ერთად, ჩოგბურთელი 70 000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის, რასაც 44 000 ევროს გადასახადების ანაზღაურება დაემატება.
ფოლიოს ATP-ის რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიცია 488-ეა. ჯამში კარიერაში 60 047 აშშ დოლარი გამოიმუშავა.