აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ტანვარჯიშის ევროპის თასზე, ნიტა ჯამაგიძე ჩემპიონი გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა, გურზებით ვარჯიშში, 26.200 ქულა დააგროვა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე, ტურნირზე იასპარეზა იუნიორების გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც ნიტა ჯამაგიძე, ელენე ბაქრაძე და მილა შავლაძე ფიგურირებდნენ.