VIDEO: მე-3 ტიტული კარიერაში - ნარიმანიძე სლოვაკეთის თასის ჩემპიონია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი, სანდრო ნარიმანიძე სლოვაკეთის თასის ჩემპიონი გახდა.
მისმა ჟილინამ ფინალურ შეხვედრაში კოშიცეს 3:1 მოუგო. სანდრომ 90 წუთი ითამაშა. თასის წლევანდელ გათამაშებაზე 5 შეხვედრა ჩაატარა - ყველა მათგანი სრულად. ყველა ტურნირის ეგიდით, 20 წლის უკანახაზელს 32 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნარიმანიძის კარიერაში მე-3 ტიტულია - აქამდე, იბერიასთან ერთად, ეროვნული ლიგა (2024) და საქართველოს თასი (2023) მოიგო.
ჟილინამ ქვეყნის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო - 2012 და 2026, ხოლო 5-ჯერ ტურნირის ვიცე-ჩემპიონია. ამ გამარჯვებით, გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მიიღო - 1-ელი ეტაპიდან ჩაერთვება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნარიმანიძის გუნდი ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და თასის მოგების შემდეგ ფაქტობრივად მოტივაცია აღარ შერჩა - ლიდერთან 13-ქულიანი დაშორებაა, ევროპა ლიგის საგზური კი ისედაც მოპოვებული აქვს.