VIDEO: ზედიზედ მე-2 ტურში შეაგდო - თოლორდავამ გუნდი წაგებას გადაარჩინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კაუნო ჟალგირისის ცენტრალურმა მცველმა, ანტონ თოლორდავამ ლიეტუვის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა და ამჯერად გუნდს ქულა გადაურჩინა.
კაუნო ჟალგირისი მე-5 ადგილოსან ბანგასთან სტუმრად 1:2-ს აგებდა, 95-ე წუთზე კი შეტევაში ჩართულმა ქართველმა მცველმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ჩემპიონატის ლიდერი მარცხისგან იხსნა. გოლამდეც კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აუღო.
თოლორდავამ გასულ ტურში, რიტერაიასთან გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი შეაგდო - კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს, არადა, Topyliga-ში ჯერ მხოლოდ 11 ტურია ნათამაშები.
ქართველის გუნდს 11 ტურში 26 ქულა აქვს, ჩემპიონატის ლიდერია და უახლოეს მდევარ ძიუგას ტელსაის 6 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, 5 მაისს, სწორედ ამ გუნდს მასპინძლობს.