ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართულ თავისუფალი ჭიდაობის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.
მურთაზ ბაღდავაძე (110 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო გიორგი ნარიმანიძე (51 კგ.), თემურ თუთარაშვილი (55 კგ.), დავით მძევაშვილი (60 კგ.), რატი რევაზაშვილი (80 კგ.) და ნურადინ მუსტაფაევი (92 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.
შედეგად, ჩვენი გუნდის ანგარიშზე 1 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია, რითაც საერთო ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავეს.
არის ოქრო! - მურთაზ ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონი გახდა