• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კიტეიშვილი და კიდევ 9 - ევროპული ლიგების ყველა ქართველი ბომბარდირი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

კიტეიშვილი და კიდევ 9 - ევროპული ლიგების ყველა ქართველი ბომბარდირი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


შტურმ გრაცის ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონატში 15 გოლი შეაგდო და რიდის ზამბიელ თავდამსხმელ კინგსტონ მუტანდვას 1 გოლით აჯობა.


2009-10 წლების შემდეგ, კიტეიშვილი პირველი ნახევარმცველია, ვინც ბუნდესლიგის სეზონის ბომბარდირის წოდება დაიმსახურა - მაშინ ბომბარდირი რაპიდ ვენას ლიდერი, სტივენ ჰოფმანი გახდა.


კიტეიშვილამდე 9 ქართველი ფეხბურთელია, ვინც ევროპის კონკრეტულ ლიგაში (იგულისხმება მხოლოდ უმაღლესი დივიზიონი) ბომბარდირი გამხდარა.


შოთა არველაძე - თურქეთის სუპერ ლიგა (ტრაბზონსპორი)


შოთიმ თურქეთის სუპერ ლიგის 1995-96 წლების სეზონი 25 გოლითა და 5 ასისტით დაასრულა და კონკურენტებს მინიმუმ 3 გოლით გაუსწრო.


ქართველმა ფორვარდმა გალათასარაის დუბლი შეუსრულა, 2 სხვადასხვა მატჩში ჰეთ-თრიქი მიითვალა (ვანსპორთან და ისტანბულსპორთან), ხოლო ჩემპიონატის ბოლო ტურში, ესქიშეჰირსპორის წინააღმდეგ, 5 გოლი გაიტანა.


დავით ჩალაძე - ლატვიის უმაღლესი ლიგა (სკონტო რიგა)


რუსთავის მეტალურგიდან ლატვიურ გრანდ სკონტოში გადასულმა დავით ჩალაძემ, რომელიც 1997 წლის სეზონში 21 წლის იყო, უმაღლეს ლიგაში 25 გოლი გაიტანა და ბომბარდირი დიდი უპირატესობით გახდა. ქართველ თავდამსხმელს მატჩზე მეტი გოლი ჰქონდა - 20 თამაშში 25.


საუკეთესო მეგოლეთა სამეულში ყველა სკონტოს ფეხბურთელი იყო - 25-გოლიანი ჩალაძის გარდა, 14-გოლიანი მიჰალის მიჰოლაპსი და 11-გოლიანი სერგეი სოლოვიოვი.


ჩალაძეს საქართველოს ნაკრებში, 1998-2003 წლებში, 4 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლიც გაიტანა - მოლდოვასთან, 2003 წლის თებერვალში.


გიორგი დემეტრაძე - რუსეთის პრემიერ ლიგა (ალანია ვლადიკავკაზი) და უკრაინის პრემიერ ლიგა (მეტალურგ დონეცკი)


გიორგი დემეტრაძე ერთადერთი ქართველია, ვინც ევროპის ორ სხვადასხვა ლიგაში ყოფილა სეზონის ბომბარდირი.


1999 წლის სეზონში, როცა ალანია ვლადიკავკაზის რიგებში თამაშობდა, 29 მატჩში 22 გოლი შეაგდო და სპარტაკ მოსკოვის ლიდერ ანდრეი ტიხონოვს 2 გოლით გაუსწრო. მისი გუნდი მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო სპარტაკი ჩემპიონი გახდა.


2003-04 წლებში, მეტალურგ დონეცკის შემადგენლობაში, უკრაინის უმაღლეს ლიგაში 18 გოლი შეაგდო და კონკურენტს 4 გოლით აჯობა. ჯამში, ჩემპიონატი 28 მატჩში შესრულებული 26 საგოლე მოქმედებით დაასრულა - 18 გოლი, 8 ასისტი.


ბადრი კვარაცხელია - აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა (შამქირი)


1999-00 წლების აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, უკვე ვეტერანმა ბადრი კვარაცხელიამ (სეზონის მიმდინარეობისას 35 წლის გახდა) 16 გოლი გაიტანა და უახლოეს კონკურენტს 3 გოლით გაუსწრო.


ხვიჩას მამის გუნდმა, შამქირმა ის სეზონი მაგრად ჩაატარა - 17 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება და ჩემპიონი 11-ქულიანი უპირატესობით გახდა.


ბადრი კვარაცხელიას აზერბაიჯანის ნაკრების რიგებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, სადებიუტო საქართველოს წინააღმდეგ - 2000 წლის, ივნისში (0:0 დასრულდა).


დავით მუჯირი - მოლდოვის ეროვნული დივიზიონი (შერიფ ტირასპოლი)


მოლდოვის მთავარი ლიგის 2000-01 წლების სეზონში, შერიფი ჩემპიონი მხოლოდ 1-ქულიანი უპირატესობით გახდა, მისმა ორმა შემტევმა კი ბომბარდირობა გაიყო - რუსლან ბარბუროშმა და დავით მუჯირმა.


საინტერესოა, რომ მოლდოველმა ბარბუროშმა, ჩემპიონატის მიმდინარეობისას, 3 სხვადასხვა კლუბში ითამაშა - 10 გოლი შერიფის მაისურით შეაგდო, 4 - აგრო კიშინიოვის, ხოლო 3 - ჰაიდუჩ-სპორტინგ კიშინიოვის.


ქართველი შემტევი ნახევარმცველი კი მთელი ჩემპიონატი შერიფის ღირსებას იცავდა, კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც ეგრევე ავსტრიის ერთ-ერთ გრანდ შტურმ გრაცში გადავიდა და იქ 2005 წლამდე დარჩა.


გიორგი ადამია - აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა (ყარაბაღი)


გიორგი ადამიამ აზერბაიჯანის ჩემპიონატში 9 წლის განმავლობაში ითამაშა, ყველაზე წარმატებული სეზონი კი 2010-11 წლებში ჰქონდა.


ბაქიში სტაბილური თამაშის შემდეგ, ადამია ყარაბაღში თავის პირველ სეზონს ატარებდა, მეტოქეთა კარში 18 გოლი შეაგდო და უახლოეს კონკურენტს 3 გოლით აჯობა. მისმა ყარაბაღმა ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა.


ქართველი შემტევი, ვიტ ჯორჯიასთან ერთად, 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, მომდევნო წელს, ნეფტჩი ბაქოს რიგებში, აზერბაიჯანის ჩემპიონობა იზეიმა. ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია.


ირაკლი სირბილაძე - ფინეთის ვეიკკაუსლიიგა (ინტერ ტურკუ)


ირაკლი სირბილაძეს კარიერის საუკეთესო წლები ფინეთში ჰქონდა, როცა ჯერ კოკოლას რიგებში გაჰქონდა გოლები, შემდეგ იაროშიც შედეგიანი იყო, ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთს კი ინტერ ტურკუში თამაშობდა.


2012 წლის ვეიკკაუსლიიგაში, სტაბილურად შედეგიან ფორვარდად ჩამოყალიბდა - 33-დან 19 თამაშში ჰქონდა საგოლე მოქმედება (17 გოლი, 5 ასისტი). საერთო ჯამში, 17 გოლი გაიტანა და უახლოეს კონკურენტს 1-ით აჯობა.


ასეთი სტატისტიკის ფონზე, ტანმაღალი თავდამსხმელი თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების 8 სხვადასხვა შეკრებაზე გამოიძახა - 5 თამაში ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.


მამუკა ღონღაძე - ლატვიის უმაღლესი ლიგა (დაუგავა)


მამუკა ღონღაძეს, ტორპედო ქუთაისის გარდა, მეორე ეშელონის ქართულ კლუბებში უთამაშია, ლატვიაში კი 2010 წელს გადავიდა და იქ 4 წელი დარჩა.


მისი კარიერის მთავარი ამბებიც ბალტიის ზღვის პირად მოხდა - 2012 წელს, მისი დაუგავა ისტორიაში პირველად და დღემდე ერთადერთხელ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რაშიც მთავარი წვლილი ქართველ ფორვარდს ჰქონდა.


იმჟამად 26 წლის შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში 18 გოლი შეაგდო (3 საგოლე პასთან ერთად), უახლოეს კონკურენტს 3 გოლით გაუსწრო და ბომბარდირის ჯილდო მიიღო.


გიორგი ადამიას მსგავსად, საქართველოს ნაკრებში არც ღონღაძეს უთამაშია.


ზაქარია ბეგლარიშვილი - ესტონეთის პრემიუმ ლიიგა (ლევადია ტალინი)


იმის მიუხედავად, რომ ზაქარია ბეგლარიშვილი ფლორა ტალინის ლეგენდა და ყველა დროის მე-4 საუკეთესო ბომბარდირია (114 გოლით), ჩემპიონატის ბომბარდირის სტატუსი მეორე დედაქალაქურ გრანდ ლევადიას რიგებიდან მოიპოვა.


ცაცია ქართველმა შემტევმა 2021-22 წლების სეზონში 21 გოლი გაიტანა და უახლოეს კონკურენტს 5 გოლით გაუსწრო. საინტერესოა, რომ ამ სეზონში ჩემპიონი გახდა ფლორა, რომელსაც ზაქარიას ლევადიასთან 18-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.


ბომბარდირობის გარდა, ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის 3-გზის საუკეთესო ასისტენტია - 2016; 2017 და 2018 წლების სეზონში.


გიორგი ადამიასა და მამუკა ღონღაძის მსგავსად, საქართველოს ნაკრების ფორმა არც მას მოურგია.


P.S. მადლობას ვუხდი და ვაფასებ კოლეგების, ილია ნანობაშვილისა და ლაშა გოდუაძის წვლილს, რომლებთანაც ძველი ამბების სწორად აღდგენა-გადამოწმებითი კონსულტაციები გავიარე.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ოთარ კიტეიშვილი
საქართველო
შოთა არველაძე
შტურმი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ისტორიაში პირველად - საქართველომ სთრონგმენის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

•ქართული

ქართული

ისტორიაში პირველად - საქართველომ სთრონგმენის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა
•ქართული

ქართული

გოჩოლეიშვილმა ჰამბურგი დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გოჩოლეიშვილმა ჰამბურგი დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარცხი ბრაზილიელთან - ბასილაშვილი როლან გაროსზე ვერ ითამაშებს

•ქართული

ქართული

მარცხი ბრაზილიელთან - ბასილაშვილი როლან გაროსზე ვერ ითამაშებს
•ქართული

ქართული

ფრენბურთი - ქართველმა რეფერიმ საერთაშორისო ტურნირზე იმსაჯა

•ქართული

ქართული

ფრენბურთი - ქართველმა რეფერიმ საერთაშორისო ტურნირზე იმსაჯა
•ქართული

ქართული

News image

24 სთ წინ

ისტორიაში პირველად - საქართველომ სთრონგმენის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

News image

22 სთ წინ

გოჩოლეიშვილმა ჰამბურგი დატოვა

News image

5 სთ წინ

მარცხი ბრაზილიელთან - ბასილაშვილი როლან გაროსზე ვერ ითამაშებს

News image

5 სთ წინ

ფრენბურთი - ქართველმა რეფერიმ საერთაშორისო ტურნირზე იმსაჯა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება