საქართველოს ჩემპიონატის 25-ე ტურში სამგურალმა დილას უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე სტუმრებმა გახსნას. გორელები წინ არუნა უატარამ გაიყვანა. მე-15 წუთზე პენალტის საშუალებით ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა კიდეც.
გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე სირილ ედუჯიმ გაიტანა და დილას მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
დინამო არენაზე თბილისური დერბი გაიმართა, სადაც დინამო იბერია 1999-ს შეხვდა. მე-5 წუთზე ანგარიში გურამ გოშთელიანმა გახსნა, 23-ე წუთზე კი წონასწორობა გიორგი ხარაიშვილმა გაათანაბრა.
დილას მსგავსად დინამომაც თავისი გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე გაიტანა. თბილისურ გუნდს 3 ქულა ირაკლი სირაძემ მოუტანა.
დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, სადაც დინამო ბათუმი აჭარაბეთ არენაზე თელავთან 1-3 დამარცხდა.
25 ტურის შემდეგ დილა გორი ეროვნულ ლიგას 56 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი იბერიაა 52 ქულით.