2-თვიანი პაუზის შემდეგ, ლევან კორღალიძე იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრუნდება.
კორღალიძემ თანამდებობა 31 ივლისს დატოვა და იმავე დღეს კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გია გეგუჩაძე, რომელიც, თავის მხრივ, 20 სექტემბერს გადადგა - 7 მატჩში, 2-2 მოგება-ფრე და 3 წაგება.
Geo Team-ის ინფორმაციით, კორღალიძე გუნდის საწვრთნელ პროცესს მომავალი კვირიდან ჩაუდგება სათავეში. უშუალოდ გარეჯთან გასამართ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ანზორ ცხვიტავა შეასრულებს.
როგორც წყარო წერს, 45 წლის ტაქტიკოსი ევროტურნირების შემდეგ კლუბიდან საკუთარი სურვილით წავიდა, იქიდან 2 თვეში კი თანამდებობაზე დაბრუნების სურვილი აქვს. მხარეები რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
კორღალიძე იბერიას მთავარი მწვრთნელის პოსტს კარიერაში მეოთხედ დაიკავებს - 2020-21 წლების სეზონში საქართველოს თასი მოიგო, 2024 წელს კი - ეროვნული ლიგა.