Geo Team-ის ინფორმაციით, გია გეგუჩაძე იბერიას აღარ გაწვრთნის.
წყაროს ცნობით, დინამო თბილისთან მარცხის შემდეგ, გია გეგუჩაძე ფეხბურთელებსაც დაემშვიდობა.
გია გეგუჩაძე იბერიაში ევროტურნირების შემდეგ დაინიშნა - 8 მატჩი, 3 მოგება, 3 მარცხი და 2 ფრე. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება საქართველოს ჩემპიონის ახალი მთავარი მწვრთნელი.
გია გეგუჩაძემ იბერიაში ლევან კორღალიძე ჩაანაცვლა, რომელმაც გუნდი ევროტურნირებიდან გამოვარდნის შემდეგ დატოვა.
თბილისური დერბი დინამომ მოიგო, დილამ უპირატესობა გაზარდა