მარკ-ანდრე ტერ შტეგენის აიაქსში შესაძლო იჯარის გარშემო არსებული გაურკვევლობა გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათს გერმანელმა მეკარემ კლუბის ვარჯიში გამოტოვა, პარასკევს ის კვლავ დაბრუნდა სიუტატ ესპორტივაზე.
ბარსელონას წყაროების ცნობით, გარიგება ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული და ტრანსფერი კვლავ მოთამაშის საბოლოო თანხმობას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, მეკარე ამ დროს საგადასახადო საკითხების მოგვარებას ანდომებს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მას გარკვეული უკმაყოფილებაც აქვს.
ბარსელონასა და აიაქსს შორის, ისევე როგორც კლუბსა და ფეხბურთელს შორის, ყველა პირობა შეთანხმებულია და ახლა მხოლოდ ტერ შტეგენის გადაწყვეტილებაა საჭირო.
ბარსელონა მეკარის ხელფასის უდიდეს ნაწილს დაფარავს, თუმცა კონკრეტული თანხა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ დროს გაატარებს მოთამაშე მოედანზე. ამსტერდამული მხარე აცხადებს, რომ მათ გარიგების თავიანთი პირობები უკვე შეასრულეს და ახლა მხოლოდ სიტუაციის საბოლოო გარკვევას ელოდებიან.