ატლეტიკოს გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილმა განაცხადა, რომ ხულიან ალვარესი მიმდინარე ზაფხულს კლუბს არ დატოვებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია არგენტინელი ფორვარდით ბარსელონას დაინტერესების შესახებ, თუმცა მადრიდულ კლუბში მისი გაყიდვა სრულად გამორიცხეს.
„ჩემი პოზიცია ნათელია და კლუბის პოზიციაც ნათელია. ეს ინფორმაცია ფეხბურთელს, მის წარმომადგენლებსა და ბარსას პრეზიდენტს უკვე მივაწოდეთ.
აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ ატლეტიკო ხულიანისთვის სწორი ადგილია, ხოლო ხულიანი ატლეტიკოსთვის იდეალური ცენტრალური თავდამსხმელია. ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს.
ცოტა ხნის წინ მოვისმინე ბარსას პრეზიდენტის სიტყვები, რომ წინადადება, რომელიც მათ ატლეტიკოს შესთავაზეს, არ იყო შეუზღუდავი. ჩემი ერთადერთი პასუხი ასეთია: ჩვენი უარი არის შეუზღუდავი.
ჩვენ მისი გაყიდვა არ გვინდა. არ მივიღეთ 100-მილიონიანი წინადადება და არ მივიღებთ არც 150 და არც 200 მილიონ ევროს“, - განაცხადა ხილმა.