ტიტემ სამწვრთნელო კარიერა შეაჩერა.
ბრაზილიის ნაკრების ექს-თავკაცმა სამწვრთნელო კარიერაში პაუზის აღება გადაწყვიტა, რათა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს.
„ვხვდები, რომ გარკვეულ მომენტებში სჯობს აღიარო, რომ შეიძლება როგორც ადამიანი დაუცველი ვიყო და ამის აღიარება უფრო ძლიერს მხდის.
ჩემი საქმით გატაცებული ვარ და ასეც ვაპირებ გაგრძელებას, მაგრამ ჩემს ოჯახთან საუბრის და ორგანიზმის მოსმენის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ახლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება კარიერის შეჩერება და საკუთარ თავზე ზრუნვა იმდენ ხანს, სადამდეც ეს საჭირო იქნება.
როგორც ცნობილია, კორინთიანსთან მქონდა მოლაპარაკებები, რომელთა შეჩერებაც რთული, მაგრამ საჭრო გადაწყვეტილების გამო გახდა საჭირო." - აღნიშნა ტიტემ, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს 2016-2022 წლებში წვრთნიდა.