ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი წესი მიიღო, რომლის მიხედვითაც თამაშში ბურთზე ფეხებით შედგომა იკრძალება.
ამის გაკეთების შემთხვევაში მეტოქე გუნდს თავისუფალი დარტყმა გადაეცემა, მოთამაშე კი ყვითელ ბარათს მიიღებს.
ბრაზილიაში ამ წესის მიღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კორინთიანსისა და პალმეირასის მატჩში მემფის დეპაის ამ მოძრაობას მეტოქე ფეხბურთელების გაღიზიანება და შემდეგ ჩხუბი მოჰყვა.

