სამშაბათ საღამოს ვიქტორ გიოკერეშისთვის ლისაბონში დაბრუნება ემოციური გამოდგა. ყოფილი კლუბის გულშემატკივრები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, თუმცა პორტუგალიური მედია მის მიმართ ნაკლებად ლმობიერი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ გიოკერეშმა არსენალი რიგებში წელს თამაში გააუმჯობესა, ყოფილ სტადიონზე მას თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა.
"სპორტინგმა გიოკერეში შებოჭა,“ — წერს პორტუგალიური გამოცემა O Jogo.
A Bola კი უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ლისაბონში „დასავიწყებელი ღამე“ ჰქონდა.
სტატისტიკა მართლაც არასახარბიელოა: გიოკერეშს ბურთთან მხოლოდ 17 შეხება ჰქონდა და ერთადერთი სუსტი დარტყმა შეასრულა, რომელიც მეკარე რუი სილვას ხელებში მარტივად აღმოჩნდა. მისი ყველაზე შესამჩნევი ეპიზოდი თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა იყო, რის გამოც მარტინ სუბიმენდის მიერ გატანილი გოლი გაუქმდა.
A Bola-მ კრიტიკა გაამწვავა და დასძინა:
თავდამსხმელი გოლებს ნიღბით აღნიშნავს, მაგრამ ამჯერად ის თავად ჩანდა შენიღბული: მოედანზე თითქმის შეუმჩნეველი იყო.
გამოცემა Publico-მ კი მისი გამოსვლა მოკლედ შეაჯამა:
ის თამაშიდან დიდწილად ამოვარდნილი იყო.