• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
 თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან პირველი სამართლებრივი ბრძოლა მოიგო
ქართულიქართული
UFCUFC

თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან პირველი სამართლებრივი ბრძოლა მოიგო

09 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანური MARCA ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის სასამართლო დავასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.


"პირადი საკითხის გამო ოქტაგონიდან დროებით შორს მყოფმა ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგისთან, რთული განქორწინების პროცესის ფარგლებში, სასამართლოში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.


როგორც MARCA ადასტურებს, მოსტოლესის ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა სასამართლოში გამართულ სხდომაზე, თოფურიას ყოფილი მეუღლის ყველა მოთხოვნა უარყოფილ იქნა.


სხდომა ეხებოდა „ოჯახურ და ადმინისტრაციულ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ‘ელ მატადორის’ ქალიშვილის მიერ ესპანეთის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ მოგზაურობასთან“.


ამ ეტაპზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილი მეუღლე ვერ შეძლებს მათი წლინახევრის ასაკის ქალიშვილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანას, ვიდრე განქორწინების საბოლოო დადგენილება და თოფურიასთვის ვიზიტების გრაფიკი არ განისაზღვრება.


მებრძოლი, რომელსაც ოთხი თვის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ ჰქონდა შესაძლებლობა ენახა თავისი ქალიშვილი, სასამართლოდან შვებით გამოვიდა, რადგან სასამართლოს განჩინებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ სწორედ დედის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო მამის, ილია თოფურიას, ქალიშვილთან კონტაქტის შეზღუდვა.


მისმა ყოფილმა პარტნიორმა ესპანეთიდან წასვლა სოციალური ქსელებში მასზე განხორციელებული შევიწროებით გაამართლა, თუმცა მაგისტრატმა ეს არგუმენტი არ მიიღო და აღნიშნა, რომ ქვეყნიდან გასვლის ბილეთები შეძენილი იყო იმ განცხადებამდე 12 დღით ადრე, რომელიც ილია თოფურიამ გაავრცელა და რომელმაც მთელი აჟიოტაჟი გამოიწვია.


თავის მხრივ, თოფურია კვლავ ელოდება პირადი მდგომარეობის საბოლოო მოგვარებას, სანამ UFC-ში დაბრუნდება.


ამჟამად მის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის ბრალდებით სარჩელია შეტანილი განქორწინების პროცესის ფონზე, თუმცა იგი ჯერ არ დაუბარებიათ ჩვენების მისაცემად და არც რაიმე სამართლებრივი ქმედება განხორციელებულა.


მოსალოდნელია, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულს კვლავ არ დაიცავს 2026 წლის გვიან გაზაფხულამდე ან ზაფხულამდე.


სავარაუდოდ, ის ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება და სადაც ისინი დროებითი ტიტულისთვის იბრძოლებენ." - წერია ესპანური გამოცემის სტატიაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ილია თოფურია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

27 თებ, 2026

მახაჩევზე, ჯეიკ პოლზე, კვარაზე - ილია თოფურიას ინტერვიუ ედინ როსთან

News image

19 თებ, 2026

"თოფურიასგან დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ" - მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონზე

News image

18 თებ, 2026

"თოფურიასთან თეთრ სახლში ბრძოლა არ შედგება" - მახაჩევმა დაადასტურა

News image

23 თებ, 2026

ილია თოფურია ბრძოლა 2026

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

მახაჩევზე, ჯეიკ პოლზე, კვარაზე - ილია თოფურიას ინტერვიუ ედინ როსთან

•ქართული

ქართული

მახაჩევზე, ჯეიკ პოლზე, კვარაზე - ილია თოფურიას ინტერვიუ ედინ როსთან
•ქართული

ქართული

"თოფურიასგან დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ" - მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონზე

•ქართული

ქართული

"თოფურიასგან დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ" - მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონზე
•ქართული

ქართული

"თოფურიასთან თეთრ სახლში ბრძოლა არ შედგება" - მახაჩევმა დაადასტურა

•ქართული

ქართული

"თოფურიასთან თეთრ სახლში ბრძოლა არ შედგება" - მახაჩევმა დაადასტურა
•ქართული

ქართული

ილია თოფურია ბრძოლა 2026

•ქართული

ქართული

ილია თოფურია ბრძოლა 2026
•ქართული

ქართული