ისლამ მახაჩევმა დაადასტურა, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა არ გაიმართება, რადგან ქართველის შემდეგი ბრძოლა უკვე დაგეგმილია.
„თეთრ სახლში თოფურიასთან ბრძოლა ნამდვილად არ იქნება, მას უკვე ჰყავს მოწინააღმდეგე.“ - განაცხადა რუსმა მებრძოლმა Match TV-სთან.
მანამდე ისლამმა განაცხადა, რომ მზად იყო თოფურიასთან საბრძოლველად ივნისში დაგეგმილ თეთრი სახლის ღონისძიებაზე.
სავარაუდოდ, ქართველი ჩემპიონი თავის მომდევნო ბრძოლას სწორედ თეთრ სახლში ჩაატრებს, სადაც დიდი ალბათობით, მისი მეტოქე მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრის მფლობელი, ჯასტინ გეიჯი იქნება.
თოფურია VS გეიჯი - თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა?