თორნიკე კვარაცხელია მიუნხენში იმყოფებოდა და სამშაბათს ბაიერნის U17-ის გუნდში საცდელ მატჩში კლუბის ლეგენდის, კლაუს აუგენტალერის Global Academy-ს წინააღმდეგ ითამაშა.
ქართველი მარცხენა ვინგერი ბაიერნის მთავარი სკაუტის, ნილს შმატკეს დაკვირვების ქვეშ იყო. კვარაცხელიამ შთამბეჭდავი ტექნიკური უნარები აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურობასა და ინტენსივობაში ჯერ კიდევ აქვს მოსამატებელი.
საერთო ჯამში, მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა საცდელ მატჩში და U17-ის 3:1 გამარჯვებაში ულამაზესი გოლიც გაიტანა.
თუმცა, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, კვარაცხელიას მიუნხენში გადასვლა მხოლოდ 18 წლის ასაკში შეუძლია. ამ პერიოდის გადაფარვა შესაძლებელი იქნებოდა იჯარის წესით სხვა კლუბში თამაშით. ამ მხრივ კარგი ვარიანტი იქნებოდა Red & Gold-ის პარტნიორი კლუბები.
2018 წელს მსგავსი პრობლემა შეექმნა მის უფროს ძმას, ხვიჩასაც - მიუნხენში გადასვლა სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა. პსჟ-ის ამჟამინდელი ვარსკვლავი ბაიერნის ბაზაზე საცდელად მარკო ნეპეს ინიციატივით მიიყვანეს - ბაიერნს მისი გაფორმება ძალიან სურდა, მაგრამ მაშინ ის მხოლოდ 16 წლის იყო. შესაფერისი იჯარის კლუბის პოვნა ვერ მოხერხდა და საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.
თორნიკე გუშინდელ მატჩს ალიანს არენას“ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. თუ ბაიერნი მის გაფორმებას რომელიმე პარტნიორი კლუბის მეშვეობით მოახერხებს, თეორიულად, ის გუნდს 18 წლის შესრულების შემდეგ შეუერთდება.