იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტორპედო არაბიძის წასვლაზე განცხადებას ავრცელებს - რა წერია ტექსტში?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ტორპედო არაბიძის წასვლაზე განცხადებას ავრცელებს - რა წერია ტექსტში?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ტორპედო ქუთაისი, გიორგი არაბიძის გუნდიდან მოულოდნელად წასვლის შესახებ, სპეციალურ განცხადებას გენერალურ დირექტორ დავით დოლაბერიძის სახელით ავრცელებს.


"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს განვმარტო, რომ გიორგი არაბიძესა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მხარეებმა შეთანხმებას მივაღწიეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.


კლუბის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო გიორგის გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ წვლილისთვის, რომელიც მან ტორპედოს წარმატებაში შეიტანა. გიორგი ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გუნდის ფეხბურთელი - ის იყო და დარჩება იმ გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად, რომლის მაისურიც სხვადასხვა დროს არაერთხელ მოურგია. ვაფასებთ მის გამოცდილებას, ლიდერულ თვისებებსა და იმ ემოციებს, რომლებიც მას გულშემატკივრებთან აკავშირებს.


მსურს, გიორგის მომავალ პროფესიულ კარიერაში წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საფეხბურთო გამოწვევა და წარმატება ელის.


რაც შეეხება კლუბში არსებულ ვითარებას, რაიმე სახის არეულობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობასა და უახლოესი მატჩისთვის მზადებას. მიმდინარე სეზონის დარჩენილ შეხვედრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაციასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას. პარალელურად, კლუბი მომდევნო სეზონისთვის ემზადება, რომლის დაწყებასაც მნიშვნელოვნად განახლებული შემადგენლობით ვგეგმავთ.


ჩვენი მიზნები უცვლელია - ტორპედოს განვითარება, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და გულშემატკივრისთვის ღირსეული ფეხბურთის შეთავაზება", - აღნიშნულია დოლაბერიძის განცხადებაში.


ქუთაისური კლუბივე ავრცელებს თავად არაბიძის გამოსამშვიდობებელ ტექსტსაც.


"მადლობა ტორპედოს იმ პერიოდისთვის, იმ გამოცდილებისა და ემოციებისთვის, რომლებიც ამ კლუბთან მაკავშირებს. ჩემთვის განსაკუთრებული იყო ქუთაისში დაბრუნება და ამ გუნდის მაისურით თამაში.


ტორპედო ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული კლუბი იქნება. მადლობა კლუბის თითუეულ წევრსა და თანაგუნდელებს. განსაკუთრებით, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ნდობისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი.


ერთად გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მთელი გულით ვუსურვებ ტორპედოს წარმატებას", - წერია არაბიძის განცხადებაში.


არაბიძე მიმდინარე ეროვნული ლიგის საუკეთესო ასისტენტია, 13 საგოლე პასით. ჯამში ჩატარებულ 28 შეხვედრაში კი 21 საგოლე მოქმედება აქვს - 8 გოლი, 13 ასისტი.


ტორპედო ბოლო წლებში ერთ-ერთ უსუსტეს სეზონს ატარებს და საქართველოს 10-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. კლუბმა ასპარეზობა თასის გათამაშებაზეც დაასრულა.


გაირკვა, რა გახდა არაბიძის ტორპედოდან წასვლის მიზეზი

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ეროვნული ლიგა
საქართველო
ტორპედო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

•ქართული

ქართული

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
•ქართული

ქართული

VIDEO: საზონოვმა კოპა დელ რეიზე ხეტაფეს ძირითადიდან ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საზონოვმა კოპა დელ რეიზე ხეტაფეს ძირითადიდან ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაგბის ევროპის ჩემპიონატი - ბორჯღალოსნების კალენდარი ცნობილია

•ქართული

ქართული

რაგბის ევროპის ჩემპიონატი - ბორჯღალოსნების კალენდარი ცნობილია
•ქართული

ქართული

გიორგი ცხოვრებაძის 11 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე!

•ქართული

ქართული

გიორგი ცხოვრებაძის 11 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე!
•ქართული

ქართული

News image

34 წთ წინ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

News image

21 წთ წინ

VIDEO: საზონოვმა კოპა დელ რეიზე ხეტაფეს ძირითადიდან ითამაშა

News image

17 წთ წინ

რაგბის ევროპის ჩემპიონატი - ბორჯღალოსნების კალენდარი ცნობილია

News image

13 წთ წინ

გიორგი ცხოვრებაძის 11 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება