ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედს ბორნმუთის მცველის, მარკოს სენესის ტრანსფერზე ბრძოლაში აჯობა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუნაიტედს მჭიდრო კავშირი ჰქონდა სენესის აგენტებთან. არგენტინელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ბორნმუთის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისით ასევე ჩელსი და ტოტენჰემი ინტერესდებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ლონდონელებმა მოლაპარაკებებში ყველაზე მეტად წაიწიეს წინ.
რობერტო დე ძერბის გუნდი პრემიერ ლიგაში მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულით ჩამორჩება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სენესის დონის ფეხბურთელი ტოტენჰემს ჩემპიონშიპში გაჰყვეს. სენესი ბორნმუთს 2022 წელს ფეიენოორდიდან 10.5 მილიონად შეუერთდა და მას შემდეგ თავი ლიდერული თვისებებითა და ბურთის ფლობის კულტურით გამოიჩინა.
პარალელურად, მანჩესტერ იუნაიტედი თავად ტოტენჰემის შემადგენლობას აკვირდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ წითელი ეშმაკები სპურსის კაპიტნით, კრისტიან რომეროთი ინტერესდებიან. ვარაუდობენ, რომ რომეროს კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომელიც ტოტენჰემის პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში კლუბის უფასოდ დატოვების საშუალებას აძლევს. ამ შემთხვევაში, ის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თავისუფალი აგენტი გახდება.