NBA-ის სამყარო ტრაგიკულმა ამბავმა შეძრა.
მემფის გრიზლისმა განაცხადა, რომ ფორვარდი ბრენდონ კლარკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„გულგატეხილები ვართ ბრენდონ კლარკის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ბრენდონი გამორჩეული თანაგუნდელი და კიდევ უკეთესი ადამიანი იყო, რომლის გავლენა ორგანიზაციასა და მთლიანად მემფისის საზოგადოებაზე არასოდეს იქნება დავიწყებული. ამ მძიმე დროს მის ოჯახსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ.“
კლარკი 2019 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი და NBA-ის ახალწვეულთა პირველი სიმბოლური გუნდის წევრი იყო.
მემფისის შემადგენლობაში ჩატარებულ შვიდ სეზონში ის საშუალოდ 10.2 ქულასა და 5.5 მოხსნას აგროვებდა.
გასულ თვეში კლარკი დააკავეს და ბრალი წაუყენეს კონტროლირებადი ნივთიერების ტრეფიკინგში, კონტროლირებადი ნივთიერების ფლობაში, სიჩქარის გადაჭარბებით ავტომობილით გაქცევასა და არასწორ გასწრებაში.