აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
„ირანის ნაკრებს მივესალმებით მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ნამდვილად არ ვთვლი, რომ იქ მათი ყოფნა მართებულია — მათივე პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“ – დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ფიფა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს იმაზე, შეიზღუდება თუ არა ირანელი გულშემატკივრებისა და დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემის პროცესი.