ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დარწმუნებულია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით ჩაივლის.
„მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ფანტასტიკური, ფენომენალური. შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში მსგავსი აჟიოტაჟი არასდროს ყოფილა. ოთხ კვირაში ბილეთებზე 500 მილიონზე მეტი განაცხადი მივიღეთ. ეს რაღაც წარმოუდგენელია. ჩვენ თითქმის შვიდი მილიონი ბილეთი გვაქვს, მაგრამ 500 მილიონი მოთხოვნა — ასეთი რამ არასდროს მომხდარა არც ფიფას და არც ზოგადად რომელიმე ორგანიზაციის ისტორიაში.
104 მატჩიდან 77-ზე მილიონზე მეტი განაცხადი შემოვიდა, დანარჩენებზეც დაახლოებით იგივე დონეზეა. ბილეთების ნაწილს რეზერვში ვინახავთ, რათა ვნახოთ, როგორ წარიმართება ტურნირი და ფინალური დღეებისთვის გამოვიყენოთ. ყველა სტადიონი სავსე იქნება — ეს იქნება ნამდვილი დღესასწაული.
ადრე ამბობდნენ, რომ შეერთებულ შტატებში ფეხბურთი, ან „სოკერი“, როგორც მას ეძახიან, დიდი აღიარებით არ სარგებლობდა. ყველაფერი შეიცვალა. ტურნირი წარმატებული იქნება.
ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 48 გუნდით, 104 მატჩით, 16 ქალაქსა და სამ ქვეყანაში... რაღაც კოლოსალური გველოდება. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ტურნირი ან სპორტული შეჯიბრება — ეს არის სოციალური მოვლენა, რომელიც მთელ მსოფლიოს გააჩერებს და აიძულებს მას თვალი ადევნოს“, – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა.