საშინაო აფრიკის თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, მაროკოს ნაკრების მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უკვე 3 თვეში იწყება, რეგრაგიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
მაროკოს ნაკრების ახალ მწვრთნელად მოჰამედ უაბი დაინიშნა, რომელიც აქამდე მაროკოს 20 წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოელები ერთ ჯგუფში ბრაზილიასთან, შოტლანდიასთან და ჰაიტისთან ერთად ითამაშებენ.
აფრიკის თასის ფინალში მაროკო, რომელიც 50 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოგებასთან იყო ახლოს, დამატებით დროში სენეგალთან 0:1 დამარცხდა.